ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კვირას მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოში მიაღწიეს შეთანხმებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება და მათ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ასევე მოაწერეს ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ასევე, თავიდან იყოს აცილებული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოს მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება.

ეს არის შედეგები სამთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებისა, რომლის ფასილიტატორები იყვნენ ევროკავშირის, გერმანიის, ევროპული საბჭოსა და აშშ-ის წარმომადგენლები საქართველოში. მივესალმებით ამ შეთანხმებას. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო სიგნალი, ყველა მხარის პოლიტიკური ლიდერებისგან, რომელიც გამოხატავს საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს. ვულოცავთ ხელმომწერ მხარეებს, რადგან მათ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია დააყენეს.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაემორჩილება შეთანხმებას და უზრუნველყოფს შეთანხმების წარმატებით მიღებას პარლამენტში უახლოს კვირებში და შემდეგ მის ეფექტურ ამოქმედებას. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულოს ეუთო-სა და ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის რეკომენდაციები, რომლებიც გაცემული იყო ბოლო არჩევნების შემდეგ. ეს საჭიროა, რათა დაგეგმილმა არჩევნებმა მიიღოს ნდობის უმაღლესი ხარისხი ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“,- აღნიშნულია განცხადებაში.