ევროკავშირი საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმის გაუმჯობესებაში დაეხმარება

11:56, 30.07.2019

ევროკავშირი საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალ პროექტს იწყებს და უწყებას ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

პროექტის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და მას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ახორციელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, საჭიროა საბანკო რეგულატორული ჩარჩოს გადასინჯვა, მათ შორის საფინანსო და საბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის პოლიტიკის კუთხით ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება.

მსგავსი