ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა მიმდინარეობს
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ (BSP) საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.

საპატიო საბჭოს შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიოს ბანკის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები და ძირითადი სექტორული კომპანიები და ბიზნესასოციაციები.

შეხვედრისას განიხილება საკითხები: წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის; წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი; საბორანე გადაზიდვები ფოთსა და კონსტანცას შორის; შუა დერეფნის გაციფრულება; საქართველოში არსებული პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა;

ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე „შავი ზღვის პლატფორმასა“ და „პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფს“ შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.