ევროკავშირი - რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში უნდა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილების სათანადო შესრულება
ევროკავშირი - რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში უნდა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილების სათანადო შესრულება

რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილების სათანადო შესრულება – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პეტერ სტანომ განაცხადა.

„2008 წელს საქართველოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბოლოდროინდელმა განჩინებამ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულება. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილების სათანადო შესრულება“, – წერს პეტერ სტანო სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.