ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დავას იწყებს. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ბრიუსელი სამართლებრივ პროცედურას დაიწყებს პოლონეთის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო, რაც პოლონეთის მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სერიოზული ეჭვები აქვთ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
მანამდე, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესი პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს.