ევროკავშირი პოლონეთის პრეზიდენტის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი პოლონეთის პრეზიდენტის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ახალი კანონპროექტიც კი მიუღებელია.

ევროკავშირის ზეწოლისა და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ანჟეი დუდამ მთავრობის სასამართლო რეფორმები ზაფხულში მოულოდნელად დაბლოკა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ მთავრობის გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის და მთავრობას მოსამართლეების პირდაპირი კონტროლის საშუალებას აძლევს.

ვარშავასა და ბრიუსელს შორის უთანხმოება 2015 წელს, პოლონეთის მთავრობაში კონსერვატიული და ევროსკეპტიკური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მოსვლის შემდეგ დაიწყო.