ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, დახუროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და გააძლიეროს სანქციები
ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, დახუროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და გააძლიეროს სანქციები

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, დახუროს დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები და გააძლიეროს სანქციები.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში.

„ევროკავშირი უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას და ევროპული საბჭო ადასტურებს ვერსალის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს გაცხადებულია ასოცირების შეთანხმებაში. ევროპული საბჭო კვლავ სთავაზობს ევროკომისიას, წარმოადგინოს თავისი შეფასება ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების მიხედვით. ევროკავშირი გააგრძელებს კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ევროკავშირმა ამ დროისთვის მიიღო მნიშვნელოვანი სანქციები, რომლებსაც აქვთ მასშტაბური გავლენა რუსეთსა და ბელარუსზე და მზად არის, დახუროს და სამიზნეში გვერდის ავლით ამოიღოს არსებული და შესაძლო შესაძლებლობები, ასევე იმოქმედოს სწრაფად რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი კოორდინირებული ძლიერი სანქციების დაწესებით, რათა ეფექტიანად შეუშალოს ხელი რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ამ სანქციებს. სანქციების გვერდის ავლისა ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა იქნება შეჩერებული“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ევროკავშირი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოფს უკრაინაში ელექტროენერგიისა და გაზის უწყვეტი მიწოდება. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ დაცული უნდა იყოს უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება.

10-გვერდიან დოკუმენტში ევროპული საბჭო რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა სამხედრო დანაყოფი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც რუსეთის აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და იწვევს მასობრივ მსხვერპლსა და სამოქალაქო მოსახლეობას ზიანს აყენებს.