ევროკავშირი მზადაა, უკრაინის მოსამართლეთა საკვალიფიაციო კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგინოს
ევროკავშირი მზადაა, უკრაინის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კომისიაში დამოუკიდებელი ექსპერტები წარადგინოს. ამის შესახებ განცხადება უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მატი მაასიკსმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ შესაბამისი კანონმდებლობა მიიღო.
„ეს გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია უკრაინის სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმისკენ, რომელიც დღეს რადამ გადადგმა. ველოდებით კანონის საბოლოო ტექსტის ხილვას, რომელიც შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ევროკავშირი მზადაა, წარადგინოს დამოუკიდებელი ექსპერტები, რათა მხარი დაუჭიროს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო უმაღლესი კომისიის წევრების შერჩევას. სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს რეფორმაც მოხდება – რელევანტური კანონპროექტი უკვე შემუშავებულია“, – წერს უკრაინაში ევროკავშირის ელჩი ტვიტერის გვერდზე.
მანამდე, უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლითაც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო უმაღლესი კომისია ხელახლა ამოქმედდება და ამ პროცესში გადამწყვეტი ხმა საერთაშორისო ექსპერტებს ექნებათ.
1/2: A determined step towards a fundamental reform of Ukraine´s judicial system taken today by @verkhovna_rada. Welcome the adoption of the High Qualification Commission of Judges reform, look forward to seeing the final text of DL 3711 in line with @VeniceComm recommendations.
— Matti Maasikas (@MattiMaasikas) June 29, 2021