ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად სამ მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს თანხა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება.

„ევროკავშირი კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების გვერდით დგას. მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, რომელშიც აღმოჩნდნენ დაუცველი იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რაც დაკავშირებულია ზამთრის სეზონთან და კორონავირუსის პანდემიასთან. ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა დაემატება 900 ათას ევროს, რომელიც რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო გამოყოფილი“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.