ევროკავშირი მოსკოვში გამართულ აქციაზე მომიტინგეების დაკავების ფაქტს გმობს. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, 1000-ზე მეტი ადამიანის დაკავება და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი გამოყენება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს არღვევს. ეს განცხადება ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელემა, მაია კოსიანჩიჩმა გააკეთა.
ამასთან ერთად, კოსიანჩიჩმა ევროკავშირის სახელით მოითხოვა, რომ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. „ჩვენ ველოდებით, რომ ამ არჩევნების გამართვის დროს რუსეთის ხელისუფლება დაიცავს ვალდებულებებს, რომლებიც მათ ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აქვთ აღებული“ – ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს მოსკოვში გამართული აქციის დროს პოლიციამ 1000-ზე მეტი მომიტინგე დააკავა. მათი ნაწილი სპეცრაზმელებთან შეტაკებისას დაშავდა. აქციის მონაწილეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილობას ითხოვდნენ. არჩევნები 8 სექტემბერს არის დაგეგმილი.