ევროკავშირი მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად დამატებით 3,7 მლრდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად დამატებით 3,7 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად დამატებით 3,7 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ  ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოიყოფა და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პროექტებზე დაიხარჯება.

3,7 მილიარდი ევროდან 1,4 მილიარდი სახელმწიფო სექტორში დაგეგმილი პროექტებისთვის არის გათვალისწინებული, 2,3 მილიარდი კი – კერძო სექტორის პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება.