ევროკავშირი მიესალმება თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას
ევროკავშირი მიესალმება თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას

ევროკავშირი მიესალმება თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ, თუმცა ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოთქვამენ მმართველი პარტიის ახალ ინციატივაზე, რომელიც ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრებას გულისხმობს. განცხადება ევროკავშირის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩმა გააკეთა.

კოსიანჩიჩის ინფორმაციით, ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ თურქეთი სასამართლო სისტემის რეფორმას ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და სხვა უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელებს. ასევე იმედოვნებენ, რომ საგანგებო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, თურქეთი უარს იტყვის ყველა იმ ზომაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაზე ნეგატიურად მოქმედებს.

შეგახსენებთ, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წელს, სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე დღეში, 21 ივლისს ამოქმედდა და მას შემდეგ 7- ჯერ გახანგრძლივდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ფონზე, მმართველმა პარტიამ ახალი ანტიტერორისტული კანონი წარადგინა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი არაფრით განსხვავდება საგანგებო მდგომარეობისგან.