ევროკავშირი მალიში სამხედრო გადატრიალების მცდელობას გმობს
ევროკავშირი მალიში სამხედრო გადატრიალების მცდელობას გმობს

ევროკავშირი მალიში სამხედრო გადატრიალების მცდელობას გმობს. ამის შესახებ ნათქვამის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

„ევროკავშირი გმობს მალიში სამხედრო გადატრიალების მცდელობას და უარყოფს ხელისუფლების არაკონსტიტუციური შეცვლის ნებისმიერ მცდელობებს. ეს ვერ იქნება პასუხი ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც მალის ბოლო რამდენიმე თვეა, დაატყდა თავს”, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის განცხადებაში.

ევროკავშირი მალიში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის შუამავლობას მხარდაჭერას უცხადებს.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსულტაციებს მართავს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.