ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნის განზრახვას უარყოფს
ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნის განზრახვას უარყოფს

ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახურის (European External Action Service – EEAS) წარმომადგენლის, ნაბილა მასრალის განცხადებით, ევროკავშირი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამხედრო მისიის გაგზავნას არ გეგმავს.

„ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს ლიბიის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მისიისა და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ოპერაციის მიმართულებით“, – აღნიშნა მასრალიმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნის გეგმას აყალიბებს, რათა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენებს გაუწიოს კონკურენცია.

დატოვე კომენტარი