ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების იდენტიფიცირებისა და მათთან ბრძოლისთვის ევროკავშირის შესაძლებლობებს დამატებითი ფინანსებით გააძლიერებს.

მსოფლიო მასშტაბით ვირუსის ახალი შტამები სწრაფად ვრცელდება. ექსპერტების რწმენით, ვირუსის ე.წ. ბრიტანული ვარიანტი ევროპის კონტინენტზე შესაძლოა, დომინანტური გახდეს.

როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი სულ მცირე 75 მილონ ევროს სპეციალური ტესტების გასავითარებლად გამოყოფს, რომლითაც ვირუსის ახალი ვარიანტების აღმოჩენა მოხდება. ამასთან, ევროკავშირი დამატებით 150 მილიონ ევროს ახალი შტამების კვლევების სტიმულირებისთვის მიმართავს.

ბრიუსელი ასევე პირობას დებს, რომ მარეგულირებლის მიერ ვირუსის ახალი ვარიანტების საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ვაქცინის წარმოების გაზრდას.