ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს
ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს

ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ე.წ. კოვიდსერტიფიკატებს ცნობს.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიაში აცხადებენ.

„კომისიამ დღეს მიიღო სამი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის, თურქეთისა და უკრაინის ეკვივალენტურობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ სახელმწიფოების გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ეს ევროგაერთიანების ციფრული ე.წ. კოვიდსერტიფიკატია“, – ნათქვამია ევროკომისიის ინფორმაციაში.