ევროკავშირი დონბასში უკანონო ფორმირებების მებრძოლებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ევროკავშირი დონბასში უკანონო ფორმირებების მებრძოლებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ევროკავშირი დონბასში უკანონო ფორმირებების მებრძოლებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი აიძულებს მათ, მშვიდობის რეჟიმი შეინარჩუნონ.

ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესმდივნის, პიტერ სანოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იარაღის გამოყენება მინსკის შეთანხმებით აკრძალულია, ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ფორმირების შეტევა, სრულად ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, – განაცხადა სანომ.

პიტერ სანოს თქმით, მინსკისა და ნორმანდიული ოთხეულის შეთანხმებების შესრულება ამ კონტექსტში მნიშვნელოავან როლს ასრულებს.

დატოვე კომენტარი