ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მიანმარში სამხედრო მმართველების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა რეპრესიებს გმობენ
ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მიანმარში სამხედრო მმართველების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა რეპრესიებს გმობენ

ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მიანმარში სამხედრო მმართველების საპროტესტო აქციების მონაწილეთა რეპრესიებს გმობენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა აქციაზე მიანმარში გუშინ 100-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. გარდაცვლილებს, სავარაუდოდ, დღეს დაკრძალავენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო„შეძრწუნებულია“ . მან მიანმარის სამხედრო ხუნტას „ტერორში“ დასდო ბრალი.

მიანმარში აქციების მონაწილეთა მკვლელობა დაგმეს 12 ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებაც. ერთობლივი განცხადების ხელმომწერებს შორის იყვნენ ამერიკელი, იაპონელი და ავსტრალიელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც. მათი თქმით, სამხედროების ვალდებულებაა დაიცვან ხალხი და არ მიაყენონ მათ ზიანი.

საერთო ჯამში, მიანმარში მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში 328 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, უფლებადამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი მეტი იყოს.

გაერო-ში განაცხადეს, რომ მათ მიაწოდეს ცნობები, რომ მიანმარში „უამრავი ადამიანი მოკლეს, მათ შორის არიან ბავშვებიც“. დაშავდა ასობით ადამიანი. გაერო გენერალური მდივნის თქმით, ის ამ შეტყობინებების გამო „შოკირებულია“.

გაერო-ში განაცხადეს, რომ ძალადობა მიუღებელია და ის „სამხედრო გადატრიალების უკანონობას და სამხედრო მმართველების ბრალეულობას აღრმავებს“.