ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებისთვის ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციით დაეხმარება
ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებისთვის ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციით დაეხმარება

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებისთვის ექვსი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციით დაეხმარება. ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა სკოპიეში განაცხადა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ალბანეთმა, კოსოვომ, სერბეთმა, მონტენეგრომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ უნდა გამოიყენონ „შესაძლებლობის ფანჯარა“ ევროკავშირის გაფართოებისთვის და იმუშავონ თავიანთი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

„ის, რისი გაკეთებაც ჩვენ ერთად გვაქვს განზრახული, არის თქვენი ეკონომიკის გაორმაგება მომავალ ათწლეულში. ეს არის მიზეზი დასავლეთ ბალკანეთის ეკონომიკური ზრდის ახალი პაკეტის წარმოდგენის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკის ზრდის პაკეტი ითვალისწინებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროპული ერთიანი ბაზრის გახსნას საქონლის და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, გაუხსნან ერთიანი რეგიონული ბაზარი მეზობელ ქვეყნებს და განახორციელონ აუცილებელი რეფორმები. ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, ევროკომისია ითხოვს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ეფექტიან საჯარო ადმინისტრირებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე კონსტიტუციაში ბულგარელების უმცირესობად აღიარებას, რასაც ბულგარეთი ითხოვს.