ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ე.წ. ბრექსიტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ე.წ. ბრექსიტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ე.წ. ბრექსიტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ბრიუსელში ტერეზა მეისთან გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ახალი წინადადებები არ წარუდგენია. ერთადერთი, რაზეც მსჯელობა გაიმართა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება იყო, თუმცა ბრიუსელი ამ ინიციატივასაც სკეპტიკურად აფასებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ევროპელი ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ლონდონთან ბრექსიტზე შეთანხმებას უახლოეს თვეებში მიაღწევენ და რიგგარეშე სამიტიც სწორედ ამ დროს დაინიშნება.

მთავრი სადაო საკითხი ირლანდიის საზღვარი და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირისთვის გადასახდელი თანხის ოდენობაა.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს, თუმცა მანამდე ბრიუსელი და ლონდონი ბრექსიტის პირობებზე უნდა შეთანხმდნენ, რაც ამ დრომდე ვერ ხერხდება