ევროკავშირი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ევროკავშირი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

„ევროკავშირმა ბატონი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება 9 ნოემბერს, მისი დაკავების შემდეგ, არაერთხელ მოითხოვა. დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეუზღუდავი თავისუფლების აღდგენისთვის, დაუყოვნებლივ და გადაუდებლად გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.