ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

17:41, 19.08.2020

ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქიცები დაუწესდებათ ძალადობასა და არჩევნების შედეგების გაყლაბებაზე პასუხიმგებელ პირებს.

ევროკავშირის ლიდერების ვიდეოკონფერენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საუბრის მთავარი თემა ბელარუსში არსებული ვითარება იყო.

მსგავსი