ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წინააღდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს
ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წინააღდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტოს

ევროკავშირი ბელარუსს მოუწოდებს, შეაჩეროს ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წინააღდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმე.

ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.

„ველით, ბელარუსის ხელისუფლება შეაჩერებს ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლის საქმეს და ნაცვლად ამისა, არსებული კრიზისიდან მშვიდობიანად გამოსავლის მიზნით, დიალოგში ჩაერთვება“, – განაცხადა ნაბილა მასრალიმ.

ამასთან, როგორც მასრალიმ აღნიშნა, ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გამო სისხლის სამართლის აღძვრა, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ნიადაგზე დაშინების მცდელობაა.

„საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ბელარუსის საოზგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგება, ხელისუფლებას დიალოგის წარმოების მიზნით დაუკავშირდა, რასაც ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით უპასუხა. ამ ქმედებით, ბელარუსის სახელმიწოფო ხელისუფლებამ პოლიტიკურ ნიადაგზე დაშინების გზას კიდევ ერთხელ მიმართა“, – ნათქვამია მასრალის განცხადებაში