ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირში ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ბელარუსის მიერ ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავს მინსკის აეროპორტში იძულებით დასმა და მის ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებაა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

​მედიის ცნობით, სანქციებს მომდევნო კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დაამტკიცებენ.

„როიტერის“ ცნობით, სასანქციო სიაში სულ მცირე შვიდი ფიზიკური პირი ფიგურირებს, რომლებსაც ბელარუსის ავიაციასთან აქვთ კავშირი.

ევროკავშირს ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის უკვე შეზღუდული აქვს ბელარუსულ საჰაერო სივრცეში გადაადგილება.