ევროკავშირი ბელარუსის მთავრობას დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი ბელარუსის მთავრობას დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელარუსის მთავრობას დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.

„მედიის წინააღმდეგ სამარცხვინო დევნა გრძელდება. ევროკავშირი მკაცრად გმობს და მოუწოდებს ბელარუსის მთავრობას, დაუყონებლივ შეცვალოს ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იმის გამო, რომ ისინი საკუთარ საქმეს აკეთებდნენ. მოვუწოდებთ ბელარუსის მთავრობას, პატივი სცეს თავისუფლების ძირითად პრინციპებს და შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა“, – განაცხადა სტანომ.

მინსკის სასამართლომ პოლონური ტელეკომპანია „ბელსატის“ ორ ჟურნალისტს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კატერინა ბახვალოვას და დარია ჩულცოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით წაუყენეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის ქმედებების ორგანიზებას ან ამ ქმედებებში მონაწილეობას გულისხმობს.