ევროკავშირი ბალკანეთის რეგიონიდან ახალი წევრების მისაღებად მზადაა
ევროკავშირი ბალკანეთის რეგიონიდან ახალი წევრების მისაღებად მზადაა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბალკანეთის რეგიონიდან  ახალი წევრების მისაღებად მზად არიან. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„ბალკანებზე მშვიდობის დაბრუნება შესაძლებელია და ამისთვის ევროკავშირთან გაერთიანების პერსპექტივა მნიშვნელოვანია“ -აცხადებს იოჰანეს ჰანი.

ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში მიღების პერსპექტივაზე გასულ თვეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმაც ისაუბრა. გაერთიანების გაფართოება სავარაუდოდ 2019-2024 წლებში მოხდება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირს დიდი ბრიტანეთი დატოვებს.

კანდიდატის სტატუსს უკვე ფლობს ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო. გასულ წელს ოფიციალური განაცხადი წარადგინა ბოსნია-ჰერცოგოვინამაც.