ევროკავშირი ათ წევრ ქვეყანას ორთვიან ვადას აძლევს, რათა მგზავრებს გაუქმებული ფრენების ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურონ
ევროკავშირი ათ წევრ ქვეყანას ორთვიან ვადას აძლევს, რათა მგზავრებს გაუქმებული ფრენების ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურონ

ევროკავშირმა გაუქმებული ფრენების კომპენსაციასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი 10 წევრი ქვეყნის წინააღმდეგ შეიტანა. ევროკავშირის სარჩელი ჩეხეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საფრანგეთს, საბერძნეთს, იტალიას, ხორვატიას, ლიეტუვას, პოლონეთსა და პორტუგალიას ეხება.

ევროკავშირი ჩამოთვლილ ქვეყნებს ორ თვეს აძლევს, რათა მათ მგზავრებს გაუქმებული ფრენების ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, საქმე სასამართლოში გაგრძელდეს.

ამ ქვეყნებში ავიაკომპანიებმა მგზავრებს მხოლოდ ვაუჩერები შესთავაზეს ან თანხა დროულად არ დაუბრუნეს, რაც ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, სატრანსპორტო კომპანიების ნაწილს არასტაბილური შემოსავალი ჰქონდა. კრიზისის განმავლობაში კომისია მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ამ უპრეცედენტო გარემოებებშიც კი მგზავრების უფლებები დაცული უნდა იყოს. ამ სექტორის დახმარებისთვის ეროვნულ დონეზე მიღებულმა ზომებმა ეს არ უნდა შეცვალოს“, – ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში.