ევროკავშირი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებით უკმაყოფილოა
ევროკავშირი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებით უკმაყოფილოა

ევროკავშირი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანთან  მიღწეული შეთანხმება რეგიონის, ევროპის და მთლიანი მსოფლიოს მშვიდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების განახლებით უკმაყოფილოა.

ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც აწერს ხელს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. 5 ნოემბერს კი, ვაშინგტონი ისტორიული დოკუმენტის საფუძველზე, ირანის წინააღმდეგ გაუქმებულ სანქციებს განაახლებს.

2015 წელს მიღწეული შეთანხმება დასავლეთის მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ირანის მიერ ურანით გამდიდრების შეზღუდვას ითვალისწინებს.