ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები და მსოფლიოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა, მოგზაურობის წესების გამკაცრების საჭიროებას აჩენს.

ევროკომისია გამოდის ინიციტივით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს, პისიარ ტესტის პასუხის წარდგენა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მოუწევს. ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთოს.

ახალი წინადადების მიხედვით, ტესტის პასუხთან ერთად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა და ამ პერიოდის შემდეგ ტესტის კიდევ ერთხელ გაკეთება.

ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა.

ამასთან, ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმი გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა.

კერძოდ, ბოლო 14 დღეში „კოვიდ-19“-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აღემატებოდეს. ტესტის პოზიტიური პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა ცდებოდეს. ასევე გათვალისიწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, არის თუ არა ამა თუ იმ ქვეყენაში გავრცელებული ვირუსუს განსხვავებული ვარიანტი.

ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.