ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი არასდროს დათანხმდება კვიპროსის პრობლემის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით გადაწყვეტას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი არასდროს დათანხმდება კვიპროსის პრობლემის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით გადაწყვეტას

ევროკავშირი არასდროს დათანხმდება კვიპროსის პრობლემის ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით გადაწყვეტას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კვიპროსში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ არასდროს მივიღებთ ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით პრობლემის გადაწყვეტას. ჩვენი პოზიცია მტკიცე და ერთიანია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მეზობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან საუბარი, მთელ ევროკავშირთან საუბრის ტოლფასია.

კვიპროსი 1974 წელს თურქეთის შეჭრის შემდეგ ორად არის გაყოფილი. კუნძულის ჩრდილოეთს მართავს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი არაღიარებული მთავრობა.