ევროკავშირი აპირებს, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც სანქციების საკითხზე იმუშავებს
ევროკავშირი აპირებს, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც სანქციების საკითხზე იმუშავებს

ევროკავშირი აპირებს, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც სანქციების საკითხზე იმუშავებს.

ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ამ თანამდებობაზე განიხილება აშშ-ში ევროკავშირის ყოფილი ელჩის, დევიდ ო’სალივანის დანიშვნა. ის, სავარაუდოდ, საქმიანობას ახალი წლიდან შეუდგება.

მისი ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები სათანადოდ აღსრულდეს.

ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, სანქციების საკითხზე მომუშავე სპეციალური წარმომადგენელი ფოკუსირებული იქნება ისეთ ქვეყნებზე, როგორებიც არიან თურქეთი, სერბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, რომელთა მისამართითაც სანქციების შესრულების საკითხზე კითხვები სულ უფრო ხშირად ისმის.

როგორც ბრიტანულ გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისია ამ თანამდებობაზე დევიდ ო’სალივანის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას 13 დეკემბერს მიიღებს.