ევროკავშირი - აფგან მუხთარლისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა სერიოზულ კითხვებს აჩენს
ევროკავშირი - აფგან მუხთარლისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა სერიოზულ კითხვებს აჩენს

ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბალაქანის სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აფგან მუხთარილისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა სერიოზულ კითხვებს აჩენს აზერბაიჯანში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით და სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება, რასაც აზერბაიჯანში მისი დაპატიმრება და სასამართლო დევნა მოჰყვა, კვლავ დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება.

ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადახედოს ფუნდამენტურ უფლებების განხორციელების გამო დაპატიმრებულთა ყველა საქმეს და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.