ევროკავშირი 150 მოქალაქისა და 38 კომპანიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით გაახანგრძლივებს
ევროკავშირი 150 მოქალაქისა და 38 კომპანიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, 150 პირისა და 38 კომპანიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით გახანგრძლივებს. ინფორმაციას ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტები ავრცელებენ.

მათი ვერსიით, სანქციების გახანგრძლივების შესახებ განცხადება ევროკავშირში 12 მარტს გაკეთდება.

2017 წლის სექტმებერში ევროკავშირის საბჭომ 146 მოქალაქისა და 37 კომპანიის მიმართ სანქციები ოფიციალურად გაახანაგრძლივა. ამ სიაში შედიან ის პირები და კომპანიები, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში დამნაშავედ თვლის.

ეს სანქციები პირველად 2014 წლის მარტში, ყირიმის ანექსიიდან მალევე შევიდა ძალაში.