ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პოსტს ინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ვიცე-პრემიერიც იქნება.
„ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია.
თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.