ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრების ლიდერის, სანტი ალდამას თამაში საეჭვოა #1TVSPORT
ევრობასკეტზე ესპანეთის ნაკრების ლიდერის, სანტი ალდამას თამაში საეჭვოა #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს მოახლოებულ ევრობასკეტზე, შესაძლოა, ერთ-ერთი ლიდერი – სანტი ალდამა დააკლდეს, – ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ ისაუბრა.

როგორც სკარიოლო ამბობს, კალათბურთელს ტრავმა აქვს და კვიპროსზე გამგზავრებამდე რეაბილიტაციის პროცესს უნდა დააკვირდნენ.

„იმედს ვიტოვებთ, რომ დარიო ბრიზუელას შემთხვევაში გადაღლილობასთან გაქვს საქმე და იგი უახლოეს პერიოდში დაბრუნებას შეძლებს. ალბერტო აბალდეს ამ დროისთვის შეზღუდული სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა მისი პროგრესი თვალსაჩინოა.

სანტი ალდამასა და ალბერტო დიაზის მდგომარეობა რთულადაა. ველით, რომ ისინი უახლოეს დღეებში შეძლებენ საწვრთნელ პროცესში ჩართვას, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მათი კვიპროსში წაყვანის შესახებ. თუკი ალდამამ და დიაზმა ვარჯიშის განახლება უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხეს, მათ ევრობასკეტის გამოტოვება მოუწევთ“, – განაცხადა სკარიოლომ.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე იქნება, გუნდების შეხვედრა 28 აგვისტოსაა დაგეგმილი.