საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 აგვისტოს ევრობასკეტი 2025-ზე პირველ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ესპანეთი იქნება. მანამდე კი ჩვენი გუნდი, მწვრთნელ ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, თვენახევრიან მოსამზადებელ პერიოდს გაივლის.
მზადების გემა ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა გაირკვა ერთი მეტოქის ვინაობა – 4 აგვისტოს ლატვიაში ისრაელს ამხანაგურად ვეთამაშებით.
ამ გუნდთან საქართველოს ნაკრებს არაერთი საკონტროლო მატჩი გაუმართავს, ოფიციალურად კი ხუთჯერ დაუპირისპირდა. სამჯერ საქართველომ მოიგო, ორჯერ – ისრაელმა.