ევრობასკეტი 2029-ის ფინალური ეტაპი მადრიდში გაიმართება #1TVSPORT
ხანგრძლივი მსჯელობისა და კენჭისყრის შემდეგ გაირკვა ევრობასკეტი 2029-ის ოთხი მასპინძელი ქვეყანა – სლოვენია, ესპანეთი, ესტონეთი და საბერძნეთი.
ცნობილია ისიც, რომ ფინალური ეტაპი ანუ პლეი ოფის მატჩები მადრიდში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი ათ ქვეყანას ჰქონდა შეტანილი. მათგან ორმა, ფინეთმა და გერმანიამ კანდიდატურები კენჭისყრამდე მოხსნეს. საბოლოოდ რვა ქვეყანას შორის ესპანეთი, სლოვენია, ესტონეთი და საბერძნეთი შეირჩა.