ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები ლიმასოლში ოთხ მატჩს 16 საათზე გამართავს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები ლიმასოლში ოთხ მატჩს 16 საათზე გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ იასპარეზებს. ამჯერად ჩვენი გუნდი კვიპროსში ითამაშებს, სადაც, მასპინძლების გარდა, იტალიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინათან ითამაშებს.

ჩვენი ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე მატჩები 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება.

ფიბა-მ საბოლოოდ დაადგინა ევრობასკეტზე მატჩების დაწყების საათები:

ევრობასკეტი 2025. C ჯგუფის კალენდარი

28 აგვისტო
16:00 საქართველო – ესპანეთი
19:15 ბოსნია-ჰერცეგოვინა – კვიპროსი
22:30 საბერძნეთი – იტალია

30 აგვისტო
16:00 იტალია – საქართველო
19:15 კვიპროსი – საბერძნეთი
22:30 ესპანეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა

31 აგვისტო
16:00 საქართველო – საბერძნეთი
19:15 ესპანეთი – კვიპროსი
22:30 ბოსნია-ჰერცეგოვინა – იტალია

2 სექტემბერი
16:00 საბერძნეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
19:15 კვიპროსი – საქართველო
22:30 იტალია – ესპანეთი

4 სექტემბერი
16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
19:15 იტალია – კვიპროსი
22:30 ესპანეთი – საბერძნეთი