ევრობასკეტი 2025 | საკონტროლო მატჩში ესპანეთი პორტუგალიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის საკალათბურთო ჩემიპიონატზე საქართველოს ნაკრები გახსნით მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მანამდე ნაკრებები მოსამზადებელ ეტაპს გადიან. ჩვენი გუნდის მეტოქემ, ესპანეთმა მალაგაში პორტუგალიას უმასპინძლა და 74:76 დამარცხდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და 18 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში პორტუგალიამ თამაში შემოატრიალა და ესპანეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა.
მწვრთნლმა სერჟიო სკარიოლომ სათამაშო დრო ყველა კალათბურთელზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გაანაწილა და, შესაბამისად, 10 ქულას ვერცერთმა მიაღწია. 9-9 ქულა ჰქონდათ ლოპეს-აროსტეგის და პრადილას. 8-8 ქულა ჩააგდეს ძმებმა ერნანგომესებმა და დიასმა.