ევრობასკეტი 2025 | საბერძნეთმა ისრაელი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტზე ბოლო მეოთხედფინალისტიც გამოვლინდა – საბერძნეთის ნაკრებმა 84:79 დაამარცხა ისრაელის გუნდი და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ბერძენთა შემადგენლობაში საუკეთესო იანის ანტეტონკუმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა – 37 ქულა და 10 მოხსნა. საბერძნეთის ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი კოსტას სლუკასმა გადალახა, რომელმაც 11 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

საბერძნეთის ნაკრები მეოთხედფინალში ლიეტუვის გუნდსა დაუპირისპირდება – შეხვედრა 9 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.