ევრობასკეტი 2025 | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მარცხდება #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მარცხდება #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს ლიმასოლში საბერძნეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 29:46 მარცხდება.

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა გოგა ბითაძეს. ასევე ლიმიტირებული დრო გაატარა მოედანზე კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 13:22 დათმო, ხოლო მეორე მეოთხედში 16:24 დავმარცხდით.

ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანები დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია და სანდრო მამუკელაშვილი იყვნენ – სამივე მათგანმა 6-6 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ბერძენთა რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ 16 ქულით.