ევრობასკეტი 2025 | იანის ანტეტოკუმპო საბერძნეთის ნაკრებს დაეხმარება #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | იანის ანტეტოკუმპო საბერძნეთის ნაკრებს დაეხმარება #1TVSPORT

საბერძნეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ლიდერი იანის ანტეტოკუმპო დაეხმარება.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, იანის ანტეტოკუნმპოს ევრობასკეტზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მილუოკი „ბაქსის“ ვარსკვლავი ნაკრებს 2025 წლის ტურნირზე აუცილებლად შეუერთდება.

გარდა იანისისა, ნაკრებში დაბრუნდება კოსტას სლუკასიც. გამოცემის ინფორმაციით, გამთამაშებელი ეროვნულ გუნდში პირველად გამოჩნდება 2022 წლის ევრობასკეტის შემდეგ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ტრავმის გამო ტურნირს გამოტოვებს ნატურალიზებული კალათბურთელი ტომას უოკაპი, მის ნაცვლად საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ტაილერ დორსი შეუერთდება. მანაც ბოლოს საბერძნეთის ნაკრების რიგებში 2022 წელს ითამაშა.

საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება. C ჯგუფში, ამ გუნდების გარდა, მასპინძელი კვიპროსი, იტალია, ესპანეთი და ბოსნია ითამაშებენ.