ევრობასკეტი 2025 | ესპანეთის ნაკრებს ტურნირზე ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ალბერტო აბალდე დააკლდება #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დააკლდება. მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ალბერტო აბალდე ტრავმის გამო გუნდის განაცხადში ვერ მოხვდება.
29 წლის კალათბურთელმა საწვრთნელი შეკრების დროს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში ვარჯიშს ვერ შეძლებს. ის ეროვნულ გუნდს დაემშვიდობა და სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო.
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერხიო სკარიოლო აქამდეც აღნიშნავდა, რომ ნაკრებში საკადრო პრობლემებია. ტრავმების გამო ტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სანტი ალდამასა („მემფისი“) და ალბერტო დიასის („უნიკახა მალაგა“) თამაშიც.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება, გუნდებს შორის მატჩი 28 აგვისტოსაა დაგეგმილი.