ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წლევანდელ ევრობასკეტიზე მეორე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს, საშუალება ექნება საქართველოს ნაკრებს რიყის პარკში, პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგოს. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.

პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან დრამატულ მატჩში 79:76 დამარცხდა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის და დაკარგული ჯერ არაფერია, თუმცა საქართველოს ნაკრებს ძალების მაქსიმალური მობილიზება სჭირდება წარმატების მისაღწევად.

მატჩის დღეს, დილის ვარჯიშზე გუნდი მეტისმეტად კონცენტრირებული ჩანდა. ჩვენი მწვრთნელის ილიას ზუროსისგან, როგორც ყოველთვის სიურპრიზებს უნდა ველოდეთ. ამ ზაფხულს მეორედაც შევძლებთ თუ არა ესპანეთის დამარცხებას, ამას თამაში გვიჩვენებს.

 

გუნდის ლიდერმა გოგა ბითაძემ ბელგიასთან მატჩში კოჭი დაიზიანა. როგორც ნაკრების მთავარმა ექიმმა თემურ ხვედელიძემ განაცხადა, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და უშუალოდ ესპანეთთან მატჩის წინ გაირკვევა გავა თუ არა მოედანზე ბითაძე. თავად კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.“

ილიას ზუროსი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„ახლა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში – ესპანეთი ევრობასკეტზე მედლებისთვის იბრძვის. ძალების მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება წარმატების მისაღწევად“.

ესპანელებმა გახსნით მატჩში ბულგარეთს 114:87 მოუგეს. მათი მწვრთნელი​ სერჯიო სკარიოლო რთულ შეხვედრას ელის:

​მასპინძლებისა და ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ რთული მატჩისთვის ვემზადებით. განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ, დიდი რაოდენობის გულშემატკივართა მხარდაჭერა, როგორიც მათ ბელგიის წინააღმდეგ ჰქონდათ. პირველ შეხვედრაში ფეხი დაუცდათ და „სიკვდილამდე იბრძოლებენ“ რომ ეს შეცდომა გამოასწორონ, შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სკარიოლომ.

ესპანეთი
მოთამაშე სმ დაბ. კლუბი
დარიო ბრისუელა 185 1994 უნიკახა (ესპანეთი)
ლორენცო ბრაუნი 196 1990 მაკაბი (ისრაელი)
კუინო კოლომი 188 1988 ხირონა (ესპანეთი)
ხაიმე ფერნანდესი 184 1993 ტენერიფე (ესპანეთი)
რუდი ფერნანდესი 196 1985 რეალი (ესპანეთი)
უსმან გარუბა 203 2002 ჰიუსტონი (NBA)
ფრან გუერა 214 1992 ტენერიფე (ესპანეთი)
ხუანჩო ერნანგომესი 206 1995 ტორონტო (NBA)
ვილი ერნანგომესი 211 1994 ნიუ ორლეანი (NBA)
სერხიო ლული 191 1987 რეალი (ესპანეთი)
ჩაბიერ ლოპეს-აროსტეგი 201 1997 ვალენსია (ესპანეთი)
ხუან ნუნიესი 192 2004 რეალი (ესპანეთი)
ჟოელ პარა 202 2000 ხუვენტუდი (ესპანეთი)
ჰაიმე პრადილა 206 2001 ვალენსია (ესპანეთი)
სებას საისი 205 1994 ალვარკ ტოკიო (იაპონია)
იაკუბა სიმა 211 1996 ვენეცია (იტალია)
მწვრთნელი: სერჯიო სკარიოლო
საქართველო-ესპანეთი 82:76

ურთიერთშეხვედრები

საქართველო-ესპანეთი 1:2

(ოფიციალური მატჩები)

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან პირველი მატჩი ევრობასკეტი 2013-ზე ითამაშა. 2013 წელს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში NBA-ის და ევროპის კალათბურთის თანავარსკვლავედი იყო თავმოყრილი – რიკი რუბიო, ხუან მანუელ კალდერონი, რუდი ფერნანდესი, მარკ გასოლი, სერხიო როდრიგესი, სერხიო ლული…

სადღეისოდ გუნდში თაობათა ცვლაა და სულ სხვა გუნდია. 2022 წლის 4 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანელები დავამარცხეთ კიდეც, თუმცა როგორც ყოველთვის პირენეული გუნდი ჯგუფის ფავორიტიცაა და მთლიანად ევრობასკეტისაც.

ევრობასკეტი 2013

ჯგუფური ეტაპი

09.09.2013. ცელიე

საქართველო-ესპანეთი    59:83

17:17, 12:24, 10:21, 20:21

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 6ქ, 5პ), შერმადინი (25წთ, 10ქ, 4მ), ჰიკმანი (26წთ, 7ქ, 5მ), ფაცაცია (14წთ, 3ქ), სანიკიძე (24წთ, 8ქ, 4მ), მეტრეველი (16წთ, 4ქ, 4მ), ფხაკაძე (2წთ) სანაძე (24წთ, 7ქ, 3მ), ბურჯანაძე (5წთ, 2ქ), ლეჟავა (22წთ, 7ქ, 5მ), ცქიტიშვილი (9წთ, 5ქ, 3მ)

მსოფლიოს თასი 2023

შესარჩევი

29.11.2021. ხაენი

ესპანეთი-საქართველო           89:61

23:15, 24:16, 17:10, 25:20

საქართველო: მაზიაშვილი, ფევაძე, მაკფადენი (14ქ, 5მ, 5პ), ბურჯანაძე (14ქ), შერმადინი (21ქ, 9მ), ფხაკაძე (2ქ), ჯინჭარაძე (8ქ), ტურძილაძე (2ქ), კორსანტია, ბერიშვილი, ბაქრაძე.

04.07.2022. თბილისი

საქართველო-ესპანეთი           82:76 დ.დ.

15:14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9

საქართველო: ანდრონიკაშვილი (17ქ), მაკფადენი (16ქ, 8პ), სანაძე (8ქ), შენგელია (12ქ, 10მ, 7პ), შერმადინი (18ქ, 5მ), ჯინჭარაძე (3ქ), ბურჯანაძე (3ქ), ბექაური (5ქ), ბოქოლიშვილი, ბაქრაძე (1ქ).