ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ შორია, მანამდე მსოფლიოს თასის შესარჩევი მატჩები გველის
ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ შორია, მანამდე მსოფლიოს თასის შესარჩევი მატჩები გველის

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა. ჩვენი გუნდი ზედოზედ მეოთხედ ასცდა 90-ქულიან ზღვარს.

მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, შეკითხვაზე – ოთხიდან ოთხი მოგების შემდეგ თუ გრძნობს, რომ საქართველოს ნაკრები მზადაა ევრობასკეტისთვის, უპასუხა:

„ევროპის ჩემპიონატი 2022 წელსაა, მანამდე შორია. მომავალ წელს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გველის.”

მწვრთნელმა შვეიცარიასთან მოგების მთავარ მიზეზზეც ილაპარაკა:

„მეტოქემ ფარქვეშ ძალიან კარგად იმუშავა, რთული იყო სამწამიანიდან ქულების მოგროვება. ასეთ დროს კი პერიმეტრზე ბევრი სივრცე ჩნდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ახალბედებმა ამ მხრივაც გამიმართლეს და საბოლოოდ 12 სამქულიანი გამოვიყენეთ.“

ილიას ზუროსმა მადლობის ტექსტით დაამთავრა:

„მინდა მადლობა ვუთხრა თორნიკე შენგელიას, რომელიც „რეალთან“ რთული მატჩის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ბოლომდე დაიხარჯა. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ უყვარს საქართველო. იგივეს თქმა შეგვიძლია გიორგი შერმადინისა და ნებისმიერი ქართველი კალათბურთელის მიმართაც. მადლობა მაკფადენს, მადლობა ახალგაზრდებს. ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენი ხასიათი უნდა გამოვლენილიყო. გამოვლინდა დადებითი კუთხით.“