ევრობასკეტი 2021. საქართველო-შვეიცარია, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ერთვება. დღეს, 19:00 საათზე, ჩვენი გუნდი პირველ მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 23 თებერვალს კი სერბეთში გაემგზავრება და ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს და ეს შესარჩევი ციკლი მისთვის სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
გარდა შვეიცარიისა და სერბეთის ნაკრებებისა, ჩვენს შესარჩევ ქვეჯგუფში ასევე ფინეთის ეროვნული გუნდია.
საქართველოს ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
გიორგი ცინცაძე, თედ მაკფედენი, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, საბა ლობჟანიძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი თურძილაძე, ბექა ბექაური.
შვეიცარიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.