მედიის ცნობით, უნგრულმა სააგენტომ, რომელიც სოციალურ ქსელებში მთავრობის მხარდამჭერებს აფინანსებს, წელიწადში დაახლოებით 2,7 მილიონი ევრო დახარჯა
მედიის ცნობით, უნგრულმა სააგენტომ, რომელიც სოციალურ ქსელებში მთავრობის მხარდამჭერებს აფინანსებს, წელიწადში დაახლოებით 2,7 მილიონი ევრო დახარჯა

ევროაქტივისცნობით, უნგრულმა სააგენტომ, რომელიც სოციალურ ქსელებში ვიქტორ ორბანის მთავრობის მხარდამჭერებს აფინანსებს, ერთ წელიწადში დაახლოებით 2,7 მილიონი ევრო დახარჯა. თავდაპირველად მედიასააგენტო „მეგაფონი“ საკუთარ მიზნად და ამოცანად „პროფესიონალი ფეისბუქ-მებრძოლების“ ტრეინინგს ასახელებდა, რათა მათ ხმა სოციალურ ქსელებში უფრო ხმამაღლა ისმოდეს.

„რეალურად კი, ეს ფონდი პროსამთავრობო მედიის წარმომადგენლების დაფინანსების მთავარ წყაროდ იქცა. ეს ადამიანები საკუთარ თავს „საზოგადოებრივი აზრის ლიდერებად“ მოიხსენიებენ, თუმცა მათი პოსტები ხშირად თანხვედრაშია უნგრეთის მთავრობის გზავნილებთან“, – წერს „ევროაქტივი“.

შარშან ოქტომბერში „მეგაფონი“ უნგრეთის სარეკლამო ბაზრის ლიდერი გახდა და „ფეისბუქზე“ პოლიტიკური რეკლამის განთავსებაში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდა. 31 დეკემბრისთვის „მეგაფონმა“ სარეკლამო ფინანსური დანახარჯით მთავრობისა და მმართველი პარტიას გადაუსწრო. ამასთან, მედიის ცნობით, „მეგაფონის“ ფინანსების წარმომავლობა უცნობი რჩება.

როგორც უნგრეთის აუდიტის სამსახურში განმარტეს, სოციალურ ქსელებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამა ვერ შეიზღუდება უნგრეთში მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, ამ რეკლამაზე არ ვრცელდება ის შეზღუდვები, რომელიც საარჩევვნო კამპანიის დაფინანსებაზე მოქმედებს.