ევრო 2027 | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი გერმანიასთან მარცხით დაასრულა #1TVSPORT

22:11, 06.10.2026

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიასთან ბილეფელდში 0:2 დამარცხდა და ევრო 2027-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი დაასრულა.

გერმანიის ნაკრები F ჯგუფის პირველობისთვის საბერძნეთთან ერთად (ორივეს 24-24 ქულა ჰქონდა) იბრძოდა და გამარჯვება სჭირდებოდა. ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ კი ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდათ.

თამაში გერმანელების უპირატესობით მიმდინარეობდა. დუბლი შეასრულა ძენან პეჟჩინოვიჩმა, რომელმაც ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, 70-ე წუთზე კი ჩვენი გუნდის კარი მეორედ აიღო.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 შეხვედრაში 10 ქულა დააგროვა და შესარჩევი ციკლი მე-4 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი