ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის 14-კაციანი განაცხადი ცნობილია – საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობა ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე დაასახელა.
საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ მეკარე ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი) და წინა ხაზის მოთამაშეები – ლევან სვანიძე (პსპ) და ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი).
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი არიან. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
ევრო 2026-ზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 იანვარს ლატვიასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი
ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი
ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი
საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)