ევრო 2025 | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში, კიშინეუში მოლდოვას დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო.
რამაზ სვანაძის გუნდმა ევროშესარჩევ ციკლში მეორე თამაში ჩაატარა. გიბრალტართან გამარჯვების (2:0) შემდეგ, გუნდმა კიშინეუში გამართული თამაშიც კარგად დაიწყო. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ბევრი არ ჰქონია.
თავის გამოჩენა სალონიკის პაოკ-ის თავდამსხმელს, ვასილიოს გორდეზიანს შეეძლო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 71-ე წუთზე, ლაშა ოდიშარიას შეტევის შემდეგ, მოლდოვის ნაკრები მეკარე სილვიუ შმალენიამ გადაარჩინა.
75-ე წუთზე ფლანგური გადაცემას გიორგი კვერნაძის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.
79-ე წუთზე გოლის გატანა ჯადული იობაშვილს შეეძლო, მაგრამ მისი თავური კარს სანტიმეტრებით ასცდა. თუმცა იობაშვილმა თავისი შანსით მაინც ისარგებლა – 84-ე წუთზე, ოდიშარიას ფლანგური გადაცემის შემდეგ, „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა ზუსტი თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
საბოლოოდ, რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევში მეორე მატჩიც მოიგო, ექვსი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა.
მოლდოვა (U21) – საქართველო (U21) 0:1
გოლი: 0:1 იობაშვილი (84. ოდიშარიას გადაცემით)
მოლდოვა: შმალენია – კალესტრუ (83. პიკუსი), იოვუ, კუკოში, ბორში – მოტოკი, ლისუ (64. სტავერი), რეილეანუ – ბულმაგა (70. ბოტნარი), მიშკოვი (70. მუნტეანი), დოლგი
სათადარიგოები: დოდონი – დოსკა, გუტიუმი, ლუპანი, მოისეი
საქართველო: ხარატიშვილი – მაისურაძე (86. გეგუჩაძე), ხვადაგიანი (კაპ), გოგლიჩიძე, მამაცაშვილი – ლომინაძე – მორჩილაძე (46. ოდიშარია), ოსიყმაშვილი, ო. მამაგეიშვილი (74. აბუაშვილი), კვერნაძე (90. ეგოიანი), გორდეზიანი (74. იობაშვილი).
სათადარიგოები: თანდილაშვილი – ლაცაბიძე, ოგბაიძე, რუხაძე.
გაფრთხილება: ოსიყმაშვილი (51). კალესტრუ (74), ბორსი (88). მოტოკი (90+4)
არბიტრი: ა. მუნუკა (ფინეთი)